რეზიდენციას სახელი ეწოდა ნორვეგიელი მოგზაურის თურ ჰეიერდალის და მისი ტივის კონ ტიკის საპატივცემულოდ, რომლითაც მან
ატლანტის ოკეანე გადაკვეთა.
კონ-ტიკი - არის ჯერაც ამოუცნობი ჰორიზონტებისკენ მიმავალი გზის სიმბოლო, რომელიც აღძრავს ჩვენს გარშემო სამყაროს შესწავლისა და შეცნობის სურვილს.
კონ-ტიკი არის გაბედული პროექტისა და ადამიანური სიმამაცის სიმბოლო.
კონ-ტიკი არის ხიდის სიმბოლო სხვადასხვა კულტურებსა და ხალხებს შორის.
თურ ჰეიერდალი - არის პერსონაჟი, რომელიც განასახიერებს გამბედაობის, გამძლეობისა და უცნობი საზღვრების შეცნობის სურვილს. როგორც მოგზაურმა, მკვლევარმა და ავანტიურისტმა, მან არა მხოლოდ აღმოაჩინა ახალი სამყაროები, არამედ შთააგონა მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, განეხორციელებინათ თავიანთი ოცნებები და ჩანაფიქრები.